პარტია „გირჩი“ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე ცენტრზე საუბარი დღევანდელი მოცემულობით შეუძლებელია.
„ჩვენ ჩვენი სიტყვა არ შეგვიცვლია, „გირჩი“ ისევ მარტო იქნება ბილეთში 36 ნომრად. არ ვაპირებთ ვინმესთან გაერთიანებას. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ღია სია და თუ ვინმეს არ უნდა დიდ პარტიებთან, დაქირავებულ პოლიტიკოსებთან ყოფნა, შეუძლია მოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს შიდა პრაიმერიზში. ჩვენი მხარდამჭერები წერენ სიას და შეუძლიათ ამ სიაში მოხვდნენ, მზა ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს ადამიანი“, – აცხადებს ჰერმან საბო.
კომენტარები