ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებას გეგმავს. ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ჰანმა განაცხადა. ინფორმაციას „Deutche Welle“ ავრცელებს.
მისი თქმით, გამოძიება რაც შეიძლება მალე ჩატარდება. ჰანის განცხადებით, გამოძიება იმ სამხედრო დანაშაულს ეხება, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრამდე იყო ჩადენილი, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ „ყველა ხვალ დანაშაულს“ გამოიძიებს.
„არსებობს ბევრი საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე როგორც სამხედრო დანაშაულები, ასევე დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ იყო ჩადენილი“, – განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა.
კომენტარები