ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group უკრაინაში ომის გამო რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო. განცხადება ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„H&M Group-ი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით და მხარს უჭერს ყველა დაშავებულ ადამიანს. H&M Group-მა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს ყველა გაყიდვა რუსეთში. მაღაზიები უკრაინაში კი დროებით დაკეტილია მყიდველებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები