„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს.
როგორც მათ პრეზენტაციაზე განაცხადეს, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი 4 იქნება.
„ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ცვლილებები. ჩვენ გვჭირდება ახალი საქართველო. ამიტომ გადაწყვეტილება თქვენზეა. აქ შეიძლება ორი ნიკა დგას ახლა, მაგრამ ეს თქვენი პარტიაა. თუ გავერთიანდებით, ეს იქნება თქვენი, ყველას პარტია. საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა. ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის.
ჩვენი ფერი მწვანეა, ეს არის სიახლის, ახლის დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელნისფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლისა და იმედის ფერი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები.
თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ წინ გავალთ. ეს ჩვენი სიმბოლოებია, ჩვენი წინ მიმართული ისარია, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, სტილიზებული და ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომენტარები