• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს
4.8K ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მოყოლილი მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც არაერთი სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. რეგიონში დაიტბორა სოფლები, დანგრეულია რამდენიმე სახლი, ასევე ჩახერგილია რამდენიმე ათეულ სოფელთან მისასვლელი გზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია