
გურიაში მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 55 წლამდე მამაკაცი გუშინ დააკავეს, უკვე გამოჰკითხეს მოსწავლე, სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი.
სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო.
კომენტარები