• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

გურამ მაჭარაშვილი: ის მაინც გვითხრას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელი კონსტიტუციით მოქმედებს, ან საერთოდ კონსტიტუციით მოქმედებს თუ არა? იქნებ პირადი კონსტიტუცია აქვს? ჩახედავს და როგორც უნდა ისე მოიქცევა

გურამ მაჭარაშვილი: ის მაინც გვითხრას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელი კონსტიტუციით მოქმედებს, ან საერთოდ კონსტიტუციით მოქმედებს თუ არა? იქნებ პირადი კონსტიტუცია აქვს? ჩახედავს და როგორც უნდა ისე მოიქცევა
73 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა.

„საქართველოს პრეზიდენტი რომ არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით, სამწუხაროდ ეს ჩვენ დავინახეთ და დამტკიცდა კიდეც. ის მაინც გვითხრას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელი კონსტიტუციით მოქმედებს, ან საერთოდ კონსტიტუციით მოქმედებს თუ არა? იქნებ პირადი კონსტიტუცია აქვს? ჩახედავს და როგორც უნდა ისე მოიქცევა. გარდა იმისა, რომ მან ყველაფერი უკუღმა აკეთა რაც ხალხს დაჰპირდა (ხომ დაპირდა, რომ ერთად ვიქნებითო და მერე შეურაცხყოფა მიაყენა), კანდიდატის სტატუსზე ვიბრძოლებო და მერე მადლობა მოუხადა ევროპას, რომ არ მოგვეცით და ახლაც არ გვაძლევთ სტატუსს მართლები ხართო და ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაც ფეხქვეშ გათელა, მერე ღიმილიანი ფოტოები გამოუგზავნა საქართველოს. ახლა ეს კონსტიტუცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პასუხს გასცემს პრეზიდენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია