საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გუნდი „სლოვანი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეიოფზე გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს.
ბრატისლავური კლუბი დანიურ გუნდ „მიდტიულანდს“ უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
გამარჯვების შემთხვევაში კაშია და „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. შეხვედრა თბილისის დროით საათზე 23:00 დაიწყება.
კომენტარები