• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

გუდიაშვილის მოედანზე მორიგი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს

გუდიაშვილის მოედანზე მორიგი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს
449 ნახვა
8 shares
  • Facebook8
  • Twitter
  • LinkedIn

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის – „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა –  ორი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი ხმლები გამოსაკვლევად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს.

ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი.

ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.

ივნისში, ახოსპირელის N4-ის სარდაფში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სხვადასხვა ზომის ქვევრი აღმოაჩინეს.

ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე ახალი არტეფაქტები იპოვეს.

მოგვიანებით, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა თქვა, რომ ამის გამო სამუშაო პროექტი შეიცვლება.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია