
Rockstar Games-მა სერია Grand Theft Auto-ს ახალი თამაშის თრეილერი დააანონსა. შესაბამისი განცხადება კომპანიამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
Grand Theft Auto-ს ახალ ნაწილზე, იგივე GTA 6-ზე კომპანიამ მუშაობა 2022 წლის თებერვალში დაიწყო. გასული წლის სექტემბერში ინტერნეტში თამაშის ვიდეოებმა გაჟონა, რითაც დადასტურდა, რომ თამაშის მოქმედება ვაის სითიში განვითარდება (გამოგონილი ქალაქი), ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ფრანშიზის ისტორიაში პირველად ქალი იქნება.
GTA 6-ის პირველი თრეილერი 6 დეკემბერს გამოვა. თვითონ თამაშის გამოსვლის თარიღი კი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები