ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს კლინიკაში, სეზონური გრიპისა და კოვიდ 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა.
„ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ კვირაში მიწევს კოვიდი. ამ წუთში 2 მიწევს. 5 პაციენტი იწვა, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ ძალიან მცირე ასაკის ბავშვები და ვინც წევს კლინიკაში ამ წუთში, ეს არის 2 თვემდე ასაკის ბავშვები. მთელ ქვეყანაში, მგონი, სადღაც მთელი ავადობის 3%-მდეა დაფიქსირებული.
ახლა გრიპი უფრო პრობლემური არის ბავშვთა კონტინგენტში და ჩვენი კლინიკის მაგალითზეც, იმიტომ რომ შემოსვლა სადღაც წინა კვირაში 40-45 იყო. ახლა, ამ კვირაში, არდადეგებია და შესაძლო,ა გასულები არიან ქალაქიდან და ზამთრის კურორტებზე არიან ბავშვები. სადღაც 30-35 პაციენტი ყოველდღიურად გვაკითხავს“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
კომენტარები