საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარადგინოს.
„ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით მთელს გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
კომენტარები