მსახიობი ბელა რემსი, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ ლიანა მორმონტის როლს ასრულებს, ამბობს, რომ მშობლები მას სერიალის ნახვას უკრძალავენ. ამის შესახებ Daily Star-ი წერს.
„სერიალს ალბათ მაშინ ვნახავ, როდესაც 18 წლის გახდები”- ამბობს 15 წლის მსახიობი. მისივე თქმით, იმ სერიებშიც კი, რომელიც მან უკვე ნახა, იყო მომენტები, რომლებიც მშობლებმა არ აჩვენეს. მათ ეს იმით ახსნეს, რომ სცენები საკმაოდ სასტიკია.
ბელა რემსის თქმით, მან იმ მომენტს უკვე უყურა, როდესაც მის გმირს კლავენ.
კომენტარები