გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დაბმული ნახეს.
ცხოველთა დამცველის თამუნა გოგალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
კომენტარები