გავრცელებული ინფორმაციით, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. კაცი მიღებული ტრავმის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
დაშავებულია შუახნის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. კაცს შესაბამისი გადაუდებელი დახმარება უტარდება.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
კომენტარები