სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება, არ უნდა შეუშვან ადამიანები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია გადამეტებულ ძალას არ იყენებს.
„რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ჭიშკარზე რაც გააკეთეს, ნახა ყველამ, მეორე დღეს განცხადებები იყო, რომ ძალას გადაამეტა პოლიციამ, როცა გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ.
იმ დღეს წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ გადმოანგრევდნენ იმ კარებს და მერე უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა. აღარ მინდა, გვარები და სახელები დავასახელო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაგმეს, თითქოს გადამეტებული ძალა გამოიყენა პოლიციამ, როცა გარეთ არც გამოვსულვართ, შიგნიდან გამოვიყენეთ წყლის ჭავლი“, – აღნიშნა შს მინისტრმა.
კომენტარები