სოციალური ქსელი იმდენად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ის ზღვარი ვირტუალურსა და რეალურ სამყაროს შორის თითქმის გამქრალია. თუ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ მწვავედ განიხილებოდა ვირტუალური გაცნობები და ფლირტი, დღეს ამას უკვე არავინ აქცევს ყურადღებას და ფრაზა – „ინტერნეტში გავიცანით ერთმანეთი”, სავსებით ჩვეულებრივად ჟღერს და აღარავის უკვირს. ამასთან ერთად, ახალი სტერეოტიპები ჩამოყალიბდა და ახალი რეალიები შეიქმნა… ჩვენ ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში ჩვენს ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროს ვუზიარებთ (სელფები, საჭმელების სურათები, სტატუსები და ა.შ).
„ერთი დაწკაპუნებით“ მარტივად შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ნებისმიერ ადამიანზე. უბრალოდ შევდივართ მის პროფილზე სოციალურ ქსელში და აქ უკვე ყველაფერი ჩანს, დაწყებული საყვარელი სიმღერებითა და კერძებით, დამთავრებული საყვარელი ადგილებით. თუ ერიდებით მსგავს აქტივებობეს სოცქსელში, ესეც ერთგვარ წარმოდგენას ქმნის თქვენზე, ალბათ დამეთანხმებით. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო და არ ვღეჭო უაზრო, ისედაც ცნობილი ფაქტები, მინდა, შემოგთავაზოთ გოგონების ყველაზე ხშირი „შეცდომები” (მე ასე დავარქმევდი), ანუ რას გვიამბობს თქვენი (გოგონების) ონლაინპორტრეტი.
სელფი სელფი სელფი სელფი სელფი სელფი
როდესაც გოგონები ყოველდღე ათობით ერთფეროვან სელფ-სურათს ტვირთავენ, ეს ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი შეცდომა არის, რაც კი შეიძლება დავუშვათ. ამდენი სელფი ალბათ უფრო იმაზე მიუთითებს, რომ უსაქმური ხარ და რაღაც არაადეკვატურობის ფონს ქმნის.
ღამის ცხოვრების ზედმეტი სიყვარული
თვეში რამდენჯერმე მეგობრებთან ერთად წახვიდე, გაერთო, იცეკვო და ცოტა იფლირტაო, მაგაში ცუდი ნამდვილად არაფერი არის. მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი ცხოვრების სტილში გადადის, ნუღარ გწყინთ, რომ მამაკაცები თქვენთან ურთიერთობას მხოლოდ სექსისთვის იწყებენ!
სმაილები და #თეგები
დამერწმუნეთ, არც ისე მომხიბვლელია გოგოსთან ურთიერთობა, რომელიც 100 სიმბოლოდან 30 “ემოჯის” გწერს და სტატუსებში და სურათებში რაღაც მსგავს ქაოსებს ქმნის #ლამაზი #დღე#მზე #მთვარე #ყავა #სპილენძი #ანტრესოლი #ვულკანიზაცია
„მამაკაცი ვალდებულია”
მოდით, იმაზე შევთანხმდეთ რომ ნორმალურმა მამაკაცმა ისედაც იცის, როგორ უნდა გაუფრთხილდეს და ანებივროს საკუთარი მეორე ნახევარი, ასე, რომ იმ “აუცილებელი მოთხოვნების” აფიშირება, როგორიცაა ოქროს უნიტაზი, ქორწილი მონაკოში, 2016 წლის მერსედესის კუპე და ტექსტი – „ჩემმა მამაკაცმა უნდა შესძლოს a, b, c და ყოველ n დღეშიუნდა მაჩუქოს x, y, z” თქვენზე უბრალოდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტომატურად იქმნით იმიჯს, რომ აუცილებლად უნდა წაგიყვანოთ სადღაც ძვირიან რესტორანში, სადაც ლამაზ საპირფარეშოში სურათს გადაიღებთ და გამოქვეყნებთ ინსტაგრამზე, რათა, ყველა დაქალმა იცოდეს, რომ მათზე არანაკლებად „ღირებული გოგო” ხართ. წარმოდგენა იქმნება, რომ თქვენთან შეუძლებელია უბრალო ადამიანური ურთიერთობა, თუნდაც გასეირნება, როდესაც მამაკაცს დროებითი ფინანსური კრიზისი აქვს.
ყურადღებით გადაღლილი
არ არის აუცილებელი იმის აფიშირება, რომ დღეში 50 კაცი გიგზავნით მეგობრობის მოთხოვნას და პირადი მიმოწერა გავსებული გაქვთ ახალი შეტყობინებებით და ვერ ასწრებთ ყველასთან პასუხის გაგზავნას. ასეთი მიდგომით შეიძლება სულ მარტოც დარჩეთ მალე.
გადავსებული „კედელი“
ანუ ათობით სურათი, სტატუსი, წუწუნი, ციტატები, საჭმლის სურათები, დაქალების „მონიშვნა” და საჯარო ჭორაობების მოწყობა ყოველდღე თქვენს კედელზე – წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია!
ფანატიზმი
შემაწუხებელია ზედმეტი ფანატიზმი სამსახურის და ჰობის მიმართ, ან თუნდაც სურვილი, ყველა ცხოველს უშველოთ დედამიწაზე. მოერიდეთ ზომაზე ბევრ ერთფეროვნებას. შთაბეჭდილება იქმნება, როდესაც ასეთ პროფილს ათვალიერებ, თითქოს რობოტთან გაქვს კავშირი. ანუ, ეს შეიძლება ასე გამოიყურებოდეს – #უამრავი საქმეა #ახალი პროექტი დაიგეგმა, მჯერა ყველაფერიგამოვა. დარწმუნებული ვარ, ახლა ნებისმიერ მკითხელს ვიღაც გაახსენდა. დიახ, მისასალმებელია საკუთარი საქმისადმი სიყვარული, მაგრამ ზომიერების ფარგლებში!
ფოტო თაიგულით
ფოტო უზარმაზარი ვარდების თაიგულით და საჩუქრებით, ალბათ უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე პირველი პუნქტი. ასეთი სურათები შეიძლება უახლოეს დაქალებს და ნათესავებს გაუგზავნოთ, მაგრამ საჯაროდ მსგავსი სურათების აფიშირება მომავალში კარგს არაფერს მოგიტანთ.
ზედმეტი კონფიდენციალურობა
დამალული გვარი, ასაკი, სწავლის/სამუშაო ადგილი, ინტერნეტში მოპოვებული კნუტებისა და ცნობადი ადამიანების სურათები პროფილზე, თქვენზე რაღაც რთული პიროვნებისა და სოციოპათის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაითვალისწინეთ ეს აუცილებლად. ასეთ გოგონებთან ურთიერთობა – საერთოდ არ არის მომხიბვლელი!
ყოვლისმომცველი წუწუნი
ასეთი სტატუსებით, როგორიცაა – „მარტო ვარ”, „სითბო მჭირდება”, „ჩემი არავის ესმის”, „სიგარეტს ვეწევი და გელოდები”, „კიდევ ერთი დილა უშენოდ”, თქვენ უბრალოდ აფრთხობთ ყველა მამაკაცს… ჩვენ ისედაც გვყოფნის პრობლემები ყველას, არავის აქვს თქვენი ჭირვეულობის ატანის ნერვები.
გაგრძელება კიდევ შეიძლება და ბევრ რამეს დავამატებდი, მაგრამ, რათა ყველა გოგოს არ შევაზიზღო თავი, ჯობია, აქვე გავჩერდე… მით უმეტეს, რა გვეშველება კაცებს თქვენ გარეშე, თქვენ გვილამაზებთ ცხოვრებას ისეთები, როგორიც ხართ, ამიტომაც რაღაცებზე თვალის დახუჭვა მოგვიწევს, ისევე როგორც თქვენ გიწევთ ჩვენთან მიმართებაში!
კომენტარები