გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა ქართველმა თავდამსხმელმა მიიღო.
მიქაუტაძე უკვე მესამედ გახდა „მეცში“ თვის MVP – აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში. გიორგიმ მეტიუ უდოლს, ალეკსანდერ უკიჯას და პაპა ამადუ დიალოს აჯობა.
„გიორგი მიქაუტაძე, რომელიც fcmetz.com-ის მომხმარებლებმა უკვე გამოარჩიეს აგვისტოსა და თებერვალში, სულ ახლახან მორიგი ჯილდო დაიმსახურა – ის აპრილში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მიქაუტაძემ აჯობა მატიე უდოლს, პაპ დიალოსა და ალეკსანდრ უკიჯას. ქართველი ფეხბურთელი მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრწყინვალე ფორმაში იყო და ლიგა 1-ში 6 გატანილი გოლით გამოირჩა. ვულოცავთ ჟორჟს!“ – წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
კომენტარები