ნიდერლანდურმა სპორტულმა გამოცემამ გიორგი მიქაუტაძე EURO2024-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ თურქეთთან მატჩში თურქების კარი აიღო, რითაც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული, პირველი გოლი მოუტანა.
ჩემპიონატის პირველი ტური 18 ივნისს დასრულდა.
ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ, მატჩი თურქების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები