„ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა VCF Media-სთან ინტერვიუში თავისი კარიერული წარმატების შესახებ ისაუბრა.
გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან და ვალენსიასთან ერთად ჩატარებული წარმატებული სეზონი შეაფასა.
„გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო იყო. ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია და ბედნიერი ვარ, რომ მოვლენები ასე განვითარდა. ვფიქრობ, რომ მთავარი შრომაა – არ უნდა გავჩერდე, უფრო მეტ წარმატებას რომ მივაღწიო“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
ხოლო წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე წარდგენასთან დაკავშირებით, 23 წლის მეკარემ განაცხადა:
„ჩემი ბავშვობის მთავარი ოცნება იყო ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. რაც შეეხება საუკეთესო მეკარის ჯილდოს ნომინანტთა შორის ყოფნას, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. როცა ეს ამბავი გავიგე, მაშინვე გავიფიქრე – „ღმერთო ჩემო, უკვე საუკეთესოთა შორის ვარ“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
კომენტარები