საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციები ვერანაირ კრიტიას ვერ უძლებს. მისი თქმით, აქციების მიმდინარეობისას დაირღვა საკუთრების უფლებები, დაზიანებულია კონკრეტული მაღაზიები თუ რესტორნები.
„კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევის, კონკრეტული მაღაზიების, რესტორნების დაზიანების, მათ შორის რუსთაველის გამზირზე ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურაც დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით შსს-ს აქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია. ის, რომ ეს აქციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს განსაკუთრებით მშვიდობიანობის ნაწილში, ამიტომ სამართალდამცავი უწყება რეაგირება და კონკრეტულ [ქმედებებს] ახორციელებს“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
კომენტარები