ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მას, სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს. მკვლელი, სავარაუდოდ, მისი მეგობარი მამაკაცია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაული ჩაიდინა კესარიას მეგობარმა კაცმა, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოებიც კესარიამ, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რამდენიმე დღით ადრე კი, კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში ტოქსიკურ ურთიერთობაზე წერდა.
„5 ნიშანი, რომ შენი შეყვარებული შენით მანიპულირებს და ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში: მის გარშემო არ ხარ შენი თავის საუკეთესო ვერსია ხარ დასტრესილი და უენერგიო; გინდა, რომ დაშორდე, მაგრამ გრძნობ, რომ ის გჭირდება; ხშირად საკუთარი სიტყვებით გულს გტკენს და შემდეგ ამბობს, რომ იხუმრა; ხან კომპლიმენტებით გავსებს და გაღმერთებს ხან პირიქით განულებს და გაგრძნობინებს, რომ მის გარეშე არაფერს ნიშნავ სამყაროში; თითქმის არასდროს აქვს სინანულის და დანაშაულის შეგრძნება, სულ შენ გადანაშაულებს“, – კესარია აბრამიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
კომენტარები