
მეღვინეებმა პორტუგალიის პატარა ქალაქი São Lourenco do Bairro წითლად შეღებეს, მას შემდეგ, რაც ქარხნის ორი სატვირთო მანქანის რეზერვუარიდან წყნარ ქუჩაზე, შემთხვევით, 2,2 მილიონი ლიტრი წითელი ღვინო გადმოიღვარა. ამის შესახებ DailyMail იტყობინება.
როგორც მედია წერს, ღვინო, რომელიც თითქმის საკმარისი იყო ოლიმპიური საცურაო აუზის შესავსებად, ქალაქის ქუჩები მოიცვა.
მათი ცნობით, ღვინის დაღვრა იმდენად მასიური იყო, რომ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა გარემოსდაცვითი განგაშიც გამოაცხადეს.
კომენტარები