• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„ღიმილის ბიჭებიდან” წასვლას ვაპირებდი, მაგრამ…“ – მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა

„ღიმილის ბიჭებიდან” წასვლას ვაპირებდი, მაგრამ…“ – მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა
63 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

“ღიმილის ბიჭი” კახა ქორიძე დღეს 75 წლის გახდა; ძნელი წარმოსადგენია, რომ მსახიობობა არ აირჩია და პროფესიად მხატვრობა და არქიტექტორობა არჩია; თუმცა შვილმა და შვილიშვილმა მაინც ეს “მაცდური” გზა აირჩიეს;

დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: “დიმიტრი II” (1982), “რბოლა” (1997); გადაღებულია ფილმებში: “ღიმილის ბიჭები” (თემური, 1969), “ერთხელ” (საბა, 1962)

გახლავთ საქართველოს სამეფო სახლის კანცლერი (2009 წლიდან);

როდესაც “ღიმილის ბიჭების” გადაღებები დაიწყო კახა ქორიძე არქიტექტურის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო;

“სურვილი მქონდა ქერჩში დაღუპული ბიძაჩემის როლი შემესრულებინა; გადაღებული მასალა რომ ვნახე, ჩემი თავი არ მომეწონა და ვუთხარი ბატონ რეზოს – მე მეგონა, რაღაცას ვაკეთებდი-მეთქი; შენ რა იციო? – მითხრა; წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მიმაბრუნა;

ამ ფილმის შემდეგ რაც კი ფილმები გადაიღეს, ყველგან მთავარ როლებზე მიმიპატიჟეს, მაგრამ კინოსტუდიამ უკვე იცოდა, რომ მე აღარ გადავიღებდი;

ყველგან ვგრძნობ ხალხის სიყვარულს; სადაც არ შევდიოდი, ყველა მცნობდა, ეს პატარა ამბავი არ არის; მერე, რაღაც მომენტში ეს მაღიზიანებდა, ამიტომ არ გამოვდიოდი ხშირად საზოგადოებაში, ჩემთვის ვიჯექი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი;

როდესაც ასეთ სიყვარულს გრძნობ, შენც ამითვე უნდა უპასუხო; ეს გაყალიბებს” – თქვა “პირველ არხთან” ერთ-ერთ ინტერვიუში კახა ქორიძემ;

 

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია