„ღიად ვამბობ, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, „ჰამასის“ წევრები ცდილობენ დაიცვან თავიანთი სამშობლო.
„ისრაელი ახორციელებს ქალაქისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას. ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთვული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა.
თუ ისრაელი ასე გააგრძელებს თავის ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
კომენტარები