
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა საპასუხო შეტევა დაიწყო „ჰამასზე“.
მათივე ცნობით, დაღუპულთა 70%-ზე მეტი ბავშვები, ქალები და მოხუცებია.
სამინისტროს ცნობით, 24 000-მდე ადამიანი დაშავებულია.
ცნობისთვის, ისრაელში 1 400 ადამიანი დაიღუპა, გატაცებულად ითვლება 240-ზე მეტი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
კომენტარები