ღალატი ყოველთვის საწყენი და მტკივნეულია, მით უმეტეს, თუ მანამდე თქვენი ურთიერთობა იდეალური ჩანდა, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ.
სამწუხაროდ, მამაკაცისგან ღალატი არც ისე იშვიათია. ქალები ასეთ შემთხვევებზე საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ, ღელავენ და ხშირად დეპრესიაშიც ვარდებიან.
მაინც, რატომ ღალატობს მამაკაცი?
კაცი ფიზიოლოგიაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. სექსოლოგები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ რეგულარული ინტიმური ცხოვრების არარსებობას და პარტნიორების განსხვავებულ სექსუალურ პოტენციალს თითქმის ყოველთვის ღალატი მოჰყვება, მაგრამ სანამ განქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებენ, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა ღალატის მიზეზი გაარკვიონ. პირველ შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, ხოლო მეორეში – შეუძლებელი.
დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცი, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის, ყოველთვის ცდილობს ბევრი ქალი ჰყავდეს. მექალთანის რეპუტაცია მას თავდაჯერებისთვის სჭირდება, თუმცა ეს სიტუაციას დიდი ხნით ვერ შველის.
არაფერი შეიცვლება, სანამ მამაკაცი თავისი არასრულფასოვნების კომპლექსს ფსიქოთერაპევტთან არ განიხილავს, თუმცა, როგორც წესი, მექალთანე მამაკაცები ამ გზას იშვიათად მიმართავენ.
ბევრ წყვილს დროთა განმავლობაში, ერთმანეთთან ურთიერთობის დეფიციტი ექმნება. სითბოს და გაგების ნაკლებობა მამაკაცებს აიძულებს, მეგობარი ოჯახის გარეთ ეძებონ, ხოლო ვინც ეძებს, ყოველთვის იპოვის. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია როგორც ცალმხრივი სურვილით, ისე ორმხრივი თანხმობით ან სპეციალისტის დახმარებით.
ქალის ემოციური მდგომარეობა წყვილის ურთიერთობაზე და ოჯახის მიკროკლიმატზე დიდ გავლენას ახდენს. ემოციური დისკომფორტი ხშირად მამაკაცს სასიამოვნო ატმოსფეროს ძიებას აიძულებს.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს და ნელ-ნელა მათ შორის გრძნობები და ვნებები ქრება.
რა აჩერებთ ასეთ ადამიანებს ერთმანეთთან – მიჩვევა, ანგარება თუ მარტოობის შიში? ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა – ასეთი ურთიერთობის დროს პარტნიორები ყოველთვის „გვერდით“ იყურებიან და საბოლოოდ, მიდიან.
თუ ღალატის მსხვერპლი გახდით, ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე პრაქტიკული რჩევა დაგეხმარებათ:
- ეცადეთ გაერკვეთ – ემოციური პრობლემები ღალატამდე დიდი ხნით ადრე ხომ არ დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ შინაგანი მდგომარეობა მოაწესრიგოთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ და ფსიქოთერაპიის კურსი გაიაროთ;
- ეცადეთ გაერკვეთ, რატომ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში, რა გსურთ და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. სად გსურთ წასვლა შემდეგ. საკუთარი თავის მოწესრიგება დაგეხმარებათ თავი მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ;
- იმის მიუხედავად, არის თუ არა მამაკაცი თქვენ გვერდით, გირჩევთ სამომავლო გეგმები შეადგინოთ. გეგმები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ;
- გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და გარეგნობას. არაფერი შთააგონებს ქალს ისე, როგორც სასიამოვნო კომპლიმენტები;
- მოდუნდით და თუ შესაძლებელია, სამოგზაუროდ წადით. მეგობრებთან ერთად გაერთეთ, ვარცხნილობა შეიცვალეთ და შოპინგი მოაწყვეთ. მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რაზედაც ადრე უარს ამბობდით. ასეთ მომენტებში ხდება ემოციების ტრანსფორმაცია, რაც გვეხმარება ობიექტურ შეფასებასა და წინსვლაში;
- მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. გამოაღეთ კარადები და გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ. სახლში წესრიგი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ახალი შესაძლებლობების დანახვაში გვეხმარება;
- და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ გაარკვიოთ რა გახდა ღალატის მიზეზი. დაელაპარაკეთ თქვენს მამაკაცს, მიიღეთ ორმხრივი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი ურთიერთობის შესახებ ან დაასრულეთ იგი.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღალატისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ეს არ არის მთავარი თქვენს ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თავად ხართ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ცხოვრებით მაქსიმალურად დატკბეთ.
კომენტარები