ბუნდესტაგის დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნას ითვალისწინებდა.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის წინააღმდეგ 690-იდან 495-მა დეპუტატი წავიდა, მის მიღებას მხარი 190-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მანამდე განაცხადა, რომ Taurus-ების უკრაინაში გაგზავნა პრაქტიკულად გამორიცხული იყო, რადგან ამ ტიპის რაკეტების ეფექტური გამოყენებისთვის გერმანელი სამხედროების ჩართულობა იქნებოდა საჭირო, რაც თავის მხრივ, ის „წითელი ხაზია“, რომლის გადაკვეთასაც გერმანია არ აპირებდა.
კომენტარები