• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

გერმანიაში მოსახლეობის 60% უკვე ორჯერადად არის აცრილი

გერმანიაში მოსახლეობის 60% უკვე ორჯერადად არის აცრილი
101 ნახვა

გერმანიის მოსახლეობის 60% უკვე ორჯერადად არის აცრილი. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი წერს.

ვაქცინის ერთი აცრა ზრდასრული მოსახლეობის 65%-ს აქვს გაკეთებული (54 მილიონი ადამიანი), ორჯერადად კი მოსახლეობის 60,1%, 50 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრემენშია – 70,2%, ყველაზე დაბალი კი საქსონიაში – 51,4%. ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აცრისკენ, რათა ქვეყანამში შემოდგომასა და ზამთარში ეპიდვითარება არ გაუარესდეს.

დადებითობის მაჩვენებელი გერმანიაში კვლავ იზრდება, ბოლო 7 დღის განმავლობაში ის 100 000 მოსახლეზე 72,1 შემთხვევას შეადგენს, ერთი კვირის წინ კი 51,6 შემთხვევას შეადგენდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 10 303 ადამიანს დაუდასტურდა, 22 კი გარდაიცვალა. 19 აგვისტოს ქვეყანაში მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია