გერმანელმა ბიოლოგმა და დიზაინერმა ანკე დომასკემ (Anke Domaske) მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა ტანსაცმელი შესთავაზა, რომელიც რძისგან არის დამზადებული.
დომასკემ რძისგან ქსოვილის წარმოების ტექნოლოგიას Qmilk უწოდა (quality – ხარისხი და milk – რძე).
გერმანელ დიზაინერს უჩვეულო მასალისგან ტანსაცმლის შექმნის იდეა ავადმყოფი მამის დახმარების სურვილმა გაუჩინა. ანკეს მამა ონკოლოური დაავადებით იტანჯებოდა. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ მამაკაცი კანის მომატებული მგრძნობელობის გამო ჩვეულებრივი ქსოვილისგან შეკერილ ტანსაცმელს ვერ იცვამდა.
დოიმასკეს უნიკალური ტექნოლოგიის შექმნისთვის, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდა.
ნედლეულის სახით ის ამჟავებულ რძეს იყენებდა, საიდანაც საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებით, ცილების გამოყოფა მოახერხა. რძისგან მიღებული პროტეინის ფხვნილს წყალში შერევის შემდეგ ადუღებენ და ქსოვილის ბოჭკოებს იღებენ.
ამ ბოჭკოებს იყენებენ ქსოვილის დასამზადებლად, რომელიც აბრეშუმს წააგავს. აღსანიშნავია, რომ რძისგან დამზადებული ტანსაცმელი ჩვეულებრივისგან დიდად არ განსხვავდება. მას სპეციფიკური სუნი არ აქვს, ადვილად ირეცხება და უთოვდება.
სასარგებლო თვისებები:
რძის ტანსაცმელი მდიდარია ამინმჟავებით, რომლებიც დაბერების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებითაა ცნობილი.
რძის ტანსაცმელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში გვეხმარება.
ეს ქსოვილი იდეალურია ალერგიული და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. რძისგან დამზადებული ტანსაცმელი კანს არ აღიზიანებს.
ამ ტანსაცმლის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რძის ქსოვილის წარმოებას ბამბის ქსოვილის წარმოებასთან შედარებით ათჯერ ნაკლები წყალი სჭირდება.
1 კილოგრამი ქსოვილის Qmilch ტექნოლოგიით დასამზადებლად 30 ლიტრი რძე და 2 ლიტრი წყალია საჭირო. ერთი კაბის შესაკერად დაახლოებით 6 ლიტრი რძე დაგჭირდებათ.
რძის ქსოვილით შეკერილი სამოსი
ანკემ რძის ქსოვილისგან დამზადებული საზაფხულო კოლექცია წარმოადგინა. ასეთი ტანსაცმლის ფასი 200 დოლარიდან იწყება.
უახლოეს ხანებში დიზაინერი მამაკაცის და ბავშვების კოლექციებს გამოშვებას გეგმავს.
ბიოლოგის აზრით, ახალი ქსოვილის ორგანული ბოჭკოები გამოყენება, ტანსაცმლის გარდა, შეიძლება საწოლის თეთრეულის წარმოებაში, სამედიცინო პროდუქტებში და მანქანის ინტერიერის გაფორმებაში.
დომასკე დარწმუნებულია, რომ ინოვაციას დიდი მომავალი აქვს – რძე ხომ ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
კომენტარები