ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში Gen Z (1997–2012 წლებში დაბადებულები) თაობის ყოველ ოთხ ზრდასრულ წარმომადგენელში ერთი იდენტიფიცირდება, როგორც გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან ქვიარი. ამავე კვლევის მიხედვით, ლგბტქ ამერიკელების პროცენტული მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში უფრო დაბალია.
როგორც NBC News წერს, საზოგადოებრივი რელიგიის კვლევის ინსტიტუტის (PRRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Gen Z თაობის ზრდასრული წარმომადგენლების (18-დან 25 წლამდე გამოკითხულები) 28% იდენტიფიცირდება, როგორც ლგბტქ თემის წარმომადგენელი.
როგორც კვლევაში შედარებისთვის არის მოყვანილი, ლგბტქ თემს წარმოადგენს ყველა თაობის ზრდასრულთა 10%, მილენიალთა16%, X თაობის 7%, „ბეიბი ბუმერების“ 4% და ე.წ. „მდუმარე თაობის“ 4%.
„რაც შეეხება ლგბტქ თავისებურებებს, სრულებით ნათელია, რომ Gen Z-ს ზრდასრული თაობა სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე უფრო ასაკოვანი ამერიკელები“, – აცხადებს PRRI-ის აღმასრულებელი დირექტორი მელისა დეკმანი.
კვლევის მიხედვით, Gen Z თაობის ზრდასრული ნაწილის 72% იდენტიფიცირდება, როგორც ნატურალი, 15% ბისექსუალია (როგორც გეი, ისე ლესბოსელი), ხოლო 8% სხვა სექსუალური იდენტობის მატარებელია.
მკვლევრები ასევე მივიდნენ დასკვნამდე, რომ Gen Z თაობის ზრდასრული წარმომადგენლებში უფრო დიდი მრავალფეროვნებაა ეთნიკური და რასობრივი კუთხით, ვიდრე ძველ თაობებში და ისინი ნაკლებად მიეკუთვნებიან ტრადიციულ რელიგიებს.
PRRI-ის მიერ აგვისტოსა და სექტემბრის თვეში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6 600-ზე მეტმა ადამიანმა.
კომენტარები