დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის 25 შვილიდან პრინცესა ლატიფა ერთადერთია, რომლის სახელიც მთელმა მსოფლიომ იცის. 2018 წელს გაუჩინარებული გოგონას შესახებ რამდენიმე დღის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი, რითაც ადამიანთა უფლებების დამცველთა ყურადღება კვლავ მიიპყრო – ლატიფამ მეგობარს ვიდეო გაუგზავნა, სადაც გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს.
ყველაფერი 2018 წლის თებერვალში სარისკო გეგმის მომზადებით დაიწყო. 35 წლის ლატიფამ დუბაიდან გაქცევა და საზღვარგარეთ ახალი ცხოვრების დაწყება განიზრახა. მას საკუთარ პასპორტზე ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომ არალეგალურად მოგზაურობა დაგეგმა და ომანის სანაპიროსკენ აიღო გეზი.
გოგონა დააკავეს. მას შემდეგ მითები ჭორები და რეალობა ერთმანეთისგან რთული გასარჩევია. ოფიციალური პირების თქმით, ლატიფა სახლშია და ის, ოჯახთან ერთად, თავს კარგად გრძნობს. მისი გაუჩინარების შემდეგ მედიაში მხოლოდ გავრცელდა ფოტო ⬇️ იმის დასტურად, რომ გოგონა შესანიშნავადაა, თუმცა უფრო აქტიურად, ვრცელდება ჭორები მისი არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ.
ფოტოზე: ლატიფა და მისი მეგობარი თიინა
საქმე იქამდე მივიდა, რომ 2019 წლის დეკემბერში გაერომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოსთხოვა, დაემტკიცებინათ, რომ გოგონა უსაფრთხოდაა. ლატიფას დედინაცვლამა, პრინცესა ჰაიამ ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი მერი რობინსონი ლანჩზე მიიწვია, რომელსაც ლატიფაც ესწრებოდა. გოგონა ვიდეოში ამ დღეზეც საუბრობს:
„მათ მითხრეს, რომ ეს იქნობოდა ტესტი – თუ კარგად მოვიქცეოდი, ისინი გამათავისუფლებდნენ“.
როგორც რობინსონი იხსენებს, მას პრინცესა ჰაიამ უთხრა, რომ ლატიფას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა. სწორედ ამით ხსნიდა მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. ლატიფამ კი არც იცოდა, ვინ იყო მისი სტუმარი.
„მე არ ვიცოდი, როგორ მესაუბრა ბიპოლარული აშლილობის მქონდე ადამიანთან, ნამდვილად არ მსურდა მასთან საუბარი, რადგან არ მინოდა უნებლიეთ ტრავმა მიმეყენებინა მისთვის“, – ამბობს კომისარი.
ამ შეხვედრის ფოტოები პრესაში გავრცელდა და დროებით ამბავი ყველამ დაივიწყა.
გაეროს წარმომადგენლის ვიზიტი დუბაიში, ფოტოზე: ლატიფა და მერი რობინსონი
ახლა კომისარი თავს მოტყუებულად გრძნობს და მიიჩნევს, რომ გოგონას კვლავ სჭირდება დახმარება.
ლატიფა ერთერთი ქალი არ არის, ვინც შეიხის მხრიდან სავარუდო ზეწოლის მსვერპლია. შეიხის მეუღლემ, პრინცესა ჰაიამ 2019 წელს ბრიტანეთს დაცვის გამოყოფა სთხოვა, ის ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
ფოტოზე: პრინცესა ჰაია, ლონდონი, 2019 წელი
გასული წლის მარტში კი სასამართლო შეიხის ერთ-ერთი ცოლისა და მისი ორი შვილის საქმეს განიხილავდა. ისინი დუბაიდან გაიქცნენ, შეიხი კი შვილების უკან დაბრუნებისთვის იბრძოდა. გამოძიებამ არაერთი დეტალი გამოავლინა – 18 წლის წინ, მისი მეორე ქალიშვილი შამსა იძულებით წაიყვანეს ბრიტანეთში, შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს, სადაც ის წლებია ტყვეა. საქმეში აღწერილია, თუ როგორ უთვალთვალებდნენ შეიხის აგენტები გოგონას კემბრიჯში სწავლის დროს.
აგრეთვე, მოსამართლემ დაადგინა, რომ ჰაია დააშინეს, ლატიფა გაიტაცეს და დააპატიმრეს – და რომ შეიხი კეთილსინდისიერი ნამდვილად არაა.
ფოტოზე: შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, 2019 წელი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე პრინცესა ლატიფას საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, განახლდება.
კომენტარები