გამონაყარის გამო დედა-შვილი American Airlines-ის რეისიდან მოხსნეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ამერიკელი ჯორდან ფლეიკი 1 წლის შვილთან ერთად ელ-პასოდან დალასში უნდა გაფრენილიყო, სადაც ის თავის ქმარს უნდა შეხვედროდა.
თვითმფრინავში ჩასხდომის შემდეგ მათ ბორტგამცილებელი მიუახლოვა და ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა ქალს ყელზე, ხოლო ბავშვს სახეზე გამონაყარი. ამის შემდეგ ბორტამცილებელმა ექიმის ცნობა მოითხოვა.
ფლეიკმა ბორტგამცილებელს აუხსნა, რომ ის და მისი შვილი იშვიათი გენეტიკური დაავადებით იქთიოზით არიან დაავადებულები. მიუხედავად ამისა, დედა-შვილს თვითმფრინავი დაატოვებინეს.
მოგვიანებით American Airlines-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და გამოძიების ჩატარების პირობა დადო.
კომენტარები