სწორედ ეს ნივთები განსაზღვრავს ჩვენი დოფამინის დონეს და მასთან ერთად ჩვენს განწყობას.
დოფამინის ინტერიერის კონცეფცია პანდემიის დროს გაჩნდა. როდესაც ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ისინი ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა იყო მათ გარშემო და როგორ მოქმედებდა ეს მათზე. თურმე ინტერიერში არის რაღაცები, რამაც შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობაზე.
რაზე ვსაუბრობთ და კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს თქვენს სახლში ახლავე?
რაც მოგწონს
თითქოს ძალიან ადვილია დაამატოთ ინტერიერში ის, რაც მოგწონთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულია. თუ მარტო არ ცხოვრობთ, მაშინ
ინტერიერში გლობალური ცვლილებები შესაძლოა თქვენს საყვარელ ადამიანებზე იყოს დამოკიდებული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგიძლიათ შეიძინოთ რომელიმე მცენარე, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზად ყვავის, მაგრამ თუ სახლში ბავშვები ან ცხოველები არიან, უმჯობესია უარი თქვაtთ ყვავილზე. შეიძლება გინდოდეთ შექმნათ ბარი თქვენს მისაღებში, მაგრამ ეს შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათ ინტერესებს, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა.
ფერები
მკვეთრი ფერები ყოველთვის როდი აბედნიერებთ. ზოგჯერ მათ შეუძლიათ გაგაღიზიანოთ კიდეც. მაგალითად -თუ მოულოდნელად გადაწყვეტთ სამზარეულოს მთლიანად წითლად შეღებვას. ფსიქოლოგების აზრით, ეს მხოლოდ გაგაღიზიანებთ და ზედმეტად ჭამასაც გაიძულებთ.
თუმცა, მკვეთრი ფერების არსებობა ინტერიერში აუცლებელიც კი არის, უბრალოდ ისინი გონივრულად უნდა აირჩიოთ. მთავარია, რომ ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყას და არ გაგაღიზიანოთ, მკვეთრი ფერები შეგიძლიათ გაანეიტრალოთ თბილი, პასტელის ფერებით.
თუ თქვენ მხოლოდ მშვიდი და სადა ტონები გაბედნიერებით. მაშინ მკვეთრი აქცენტები საერთოდ არ გჭირდებათ. ამიტომ, ამ საკითხში ნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოსმენა.
აქსესუარები გონივრულად
თუ გსურთ შექმნათ “ინტერიერი, რომელშიც თავს ბედნიერად იგრძნობთ”, მნიშვნელოვანია, რომ არ გადატვირთოთ სიტუაცია. აქ მინიმალიზმი კარგი იქნება ყველა გაგებით. მაგალითად, თუ მოულოდნელად გადაწყვეტთ იყიდოთ ახალი ლარნაკი სახლისთვის, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა და დარწმუნდით, რომ ბედნიერი იქნებით ამ ნივთის თქვენს ბინაში ხილვით. ხანდახან ნივთებს ემოციების გავლენის ქვეშ მყოფები ვყიდულობთ. უმჯობესია დავფიქრდეთ კარგად, თუ მეორე დღეს ვერ შეწყვეტთ ამ კონკრეტულ ნივთზე ფიქრს, მაშინ ნამდვილად ღირს ყიდვა.
კომენტარები