• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday 19th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა

გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა
45 ნახვა

გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ უკრაინის ძირითად ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, ხარკოვზე, ხერსონსა და ოდესაზე.

გაეროს ინფორმაციით, 26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი და დაჭრილია სულ მცირე 176. გაეროს ოფისის მიხედვით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მომდევნო დღეებში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო საკუთარი სახლების მიტოვება 160 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა, ხოლო ქვეყანა 116 000-ზე მეტმა პირმა დატოვა.

ამასთან, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.

ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების კუთხით ვითარების გაუარესების გამო გაეროს სააგენტოებს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ოპერაციების შეჩერება მოუწიათ, თუმცა ისინი რჩებიან ქვეყანაში და გააგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას იმდენად, რამდენადაც არსებული ვითარება მისცემთ ამის საშუალებას.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია