სნუპ დოგმა გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ მოწევისთვის თავის დანებებას აპირებს.
„ბევრი ფიქრისა და ოჯახთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოწევას თავი დავანებო. გთხოვთ, ამ პერიოდში ჩემს პირად სივრცეს პატივი სცეთ”,- წერს ცნობილი რეპერი ინსტაგრამზე.
სნუპ დოგმა განცხადებას ფონად შავ-თეთრი ფოტო დაუდო და ბოლოში თავისი ხელწერაც გამოიყენა. პოსტის შესახებ რეპერს დამატებითი კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ფანების ნაწილი კი ფიქრობს, რომ სნუპ დოგი შეიძლება ხუმრობდეს.
„ორი დღის შემდეგ გამოვა და იტყვის, რომ მისი ანგარიში გატეხეს”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტის კომენტარებში.
სნუპ დოგი კანაფს ხშირად საჯაროდაც ეწეოდა. 2021 წლის MTV Movie Awards-ზე სნუპ დოგი წითელ ხალიჩაზე ხელში „ჯოინთით“ გამოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი რეპერმა ისიც განაცხადა, რომ დღეში 81 „ჯოინთი” მოუწევია, რაც მისი პირადი რეკორდია.
კომენტარები