
უკრაინელი სამხედროები მოქალაქეებს მტრის შესაჩერებლად რჩევებს აძლევენ. უკრაინის სახმელეთო არმიის განცხადებით, სხვადასხვა ორგანო ყველაფერს აკეთებს და სიცოცხლეს თმობენ და თუ მოქალაქეებიც ისე მოიქცევიან, როგორც ისინი წერენ, მათ “ბოროტების დამარცხებაში” დაეხმარებიან.
უკრაინელ სამხედროთა რეკომენდაციები ასეთია:
- თუ ტანკების კოლონას დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ მას აუცილებლად მოჰყვება საწვავის მანქანების კოლონა. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ მათ ვერ გაიარონ. დაბლოკეთ გზები, წააქციეთ ხეები, გაშალეთ ბადეები, გამოიყენებთ ნებისმიერი მეთოდი. არ არის საწვავი — არ არის ტექნიკა;
- თუ ხედავთ რომ კოლონა შევიდა ტყეში, ასევე, წააქციეთ ხეები, არ მისცეთ გამოსვლის საშუალება;
- თუ იცით რომ მტერი ტყეშია და ამაში 100%-ით ხართ დარწმუნებული, არ დაინდოთ ტყე, ცეცხლი წაუკიდეთ — ახალი გაიზრდება ოკუპანტის ძვლებზე;
- ვისაც გყავთ ექსკავატორები, გათხარეთ დასახლებულ პუნქტთან გათხარეთ გზები, რომ მტერმა გასვლა ვერ შეძლოს, არ დაელოდოთ რომ ამას თქვენს მაგივრად ვინმე გააკეთებს;
- ოპტიკური სამიზნე იარაღის მფლობელების საყურადღებოდ — არ არის საჭირო მტერთან ღიად შებრძოლება, ისროლეთ შორიდან ბორბლებში, ეს გააჩერებს ტრანსპორტს — შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებთ.
- მოხსენით მაჩვენებლები დასახლებებში, თქვენ ორიენტირება შეგიძლიათ, მტერს — არა. თუ გეკითხებიან სად ვიმყოფებითო, გამოიჩინეთ ფანტაზია, მოატყუეთ მტერი.
- ყველას აქვს ინფორმაცია ნიშნებზე, რომელსაც დივერსანტები მნიშვნელოვან ობიექტებთან, შენობებზე აყენებენ. დაფარეთ მიწით, გაანადგურეთ ნებისმიერი გზით
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ მტერი გიახლოვდებათ, დაწვით ჩალა, საბურავები დიდი ოდენობით — შავი კვამლი მოატყუებს მტერს და ეგონება, რომ დასახლებული პუნქტი უკვე დაბომბილია, ეს მოგცემთ საშუალებას რომ დრო მოუგოთ.
კომენტარები