ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. ილონ მასკი პირველ ადგილზე კვლავ Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ფრანგმა ბიზნესმენმა ბერნარ არნომ ჩაანაცვლა.
არნოს ქონება 21.6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. დღეისთვის მისი ქონება ჯამში 205.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი მეორე ადგილზე გადავიდა. მისი ქონება 204.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული ასე გამოიყურება
ბერნარ არნო, $205.8 მილიარდი
ილონ მასკი, $204.2 მილიარდი
ჯეფ ბეზოსი, $179.9 მილიარდი
ლარი ელისონი, $142.6 მილიარდი
მარკ ზაკერბერგი, $138.8 მილიარდი
არნომ მასკს გასული წლის აპრილშიც გადაასწრო, თუმცა Space X-ის დამფუძნებელმა პირველობა 2023 წლის მიწურულს დაიბრუნა.
კომენტარები