ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რუსეთს შეზღუდვები დაუწესა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს აეკრძალება საერთაშორისო მატჩების საკუთარ ქვეყანაში გამართვა. საშინაო შეხვედრებს ისინი მხოლოდ ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის დასწრების გარეშე ჩაატარებენ.
აგრეთვე, რუსეთს მატჩებში არ შეეძლება საკუთარი დროშისა და ჰიმნის გამოყენება. ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთი თამაშებში მონაწილეობას ქვეყნის სახელით ვერ მიიღებს და ფეხბურთელები მოედანზე არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელით გავლენ.
ორგანიზაციამ უკრაინელ ხალხს სოლიდარობაც გამოუცხადა. ფიფას განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიაა. მათივე თქმით, ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებთან ერთად რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებაც იმსჯელებს.
კომენტარები