ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა, FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირსა და მატჩებში მონაწილეობის უფლება აეკრძალათ.
ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მიიღეს. FIFA-მ და UEFA-მ აგრეთვე სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.
კომენტარები