კანადური მუზეუმის რეკლამა, რომელზეც ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატები იყო გამოსახული, Facebook-მა დაბლოკა, რადგან მიიჩნია, რომ მასზე უხამსად იყო გამოსახული სიშიშვლე. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მუზეუმი პირადად დაუკავშირდა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას, რათა აეხსნათ, რომ “აბსტრაქტულად დახატული მკერდი” არ არღვევდა Facebook-ის წესებს.
“სოციალური ქსელის ალგორითმი ერთმანეთისგან ვერ არჩევს ხელოვნების ნიმუშს და ცუდ რეკლამას” , – განუცხადეს ჟურნალისტებს მუზეუმში.
Facebook-ი მომხმარებლებს შიშველი ნახატებისა და ფოტოების დადების უფლებას აძლევს, თუმცა სარეკლამო პოსტები გაცილებით მკაცრ კონტროლს გადიან.
კომენტარები