სიმღერის კონკურსი „ევროვიზია 2025“ შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ჩატარდება. შოუები დარბაზ „სანქტ-იაკობსჰალეში“ გაიმართება. ინფორმაცია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
რიგით 69-ე კონკურსის ნახევარფინალები 13 და 15 მაისს, ფინალი კი 17 მაისს გაიმართება.
გასულ წელს „ევროვიზია“ შვეიცარიელმა Nemo-მ მოიგო, სიმღერით The сode. მეორე ადგილი ხორვატმა Baby Lasagna დაიკავა, მესამე კი უკრაინულმა დუეტმა alyona alyona & Jerry Heil.
კომენტარები