ევროკომისიამ ევროკავშირის ტერიტორიაზე კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„Moderna-ს ვაქცინა დავამტკიცეთ. Pfizer-ის შემდეგ ეს ევროპაში მეორე ვაქცინაა. ჩვენი ხელშეკრულება ვაქცინის 80 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მანამდე ევროპის წამლების სააგენტომ კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისითვის ავტორიზაციის გაცემის რეკომენდაცია გასცა.
15 დეკემბერს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაადასტურა.
კომენტარები