• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ევრო 2024-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება

ევრო 2024-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება
195 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია 20 მონაწილე ნაკრები, დღეს კიდევ ერთი გუნდი მიიღებს ევრო საგზურს, ხოლო დანარჩენი სამი მარტში, პლეი-ოფის მეშვეობით გაირკვევა.

შედეგად, საბოლოოდ, გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეც. ვილი სანიოლის გუნდი ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო თუ გაიმარჯვებს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

ლუქსემბურგთან დაპირისპირებას ხვიჩა კვარაცხელია სამი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს, თუმცა ფინალში გასვლის შემთხვევაში გუნდის დახმარება შეეძლება.

C ლიგის პლეი-ოფი

საქართველო – ლუქსემბურგი (21 მარტი)

საბერძნეთი – ყაზახეთი (21 მარტი)

ფინალი (26 მარტი)

ფინალის მასპინძელი 23 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გაირკვევა.

ევრო 2024-ის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ გერმანიას, პორტუგალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ბელგიას, ინგლისს, დანიას, თურქეთს, უნგრეთს, ავსტრიას, ალბანეთს, რუმინეთს, შვეიცარიას, შოტლანდიას, სლოვაკეთს, ნიდერლანდებს, სერბეთს, სლოვენიას, ჩეხეთსა და იტალიას.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს, ჰამბურგში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წილისყრა ჩატარდება პლეი-ოფის მატჩებამდე, შესაბამისად, პლეი-ოფის მონაწილეები ჯგუფებში წინასწარ განაწილდებიან.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია