
ქართულმა ბენდმა Evening Project საავტორო მუსიკაზე კლიპი გადაიღო. ნამუშევრისთვის ინსპირაციად პრობლემატური თემატიკა – ქალებზე ძალადობა და ბოლო დროს მომხდარი უამრავი დასამახსოვრებელი ფაქტი იქცა.
,,ბოლო პერიოდში გავრცელებული საზარელი ფაქტები ცხადია ჩვენც შეგვეხო, მუსიკოსები თემის ირგვლივ გავერთიანდით და სათქმელი ასე გადმოვეცით“ – ამბობს ბენდის ვოკალისტი სალომე გოცირიძე, რომელიც სიმღერის ავტორიც გახლავთ.
Say Something- ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ბენდის გამოძახილად იქცა და სხვასაც მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ!
Evening Project 2009 წელს შეიქმნა, მათ პოპულარობა სიმღერების ქავერების შექმნით მოიპოვეს, თუმცა როგორც აღნიშნავენ, ამჟამად საავტორო მუსიკის მიმართულებით ბევრს მუშაობენ, სულ მალე კი კიდევ ერთ ნამუშევარს ვიხილავთ, რომელიც ემიგრაციის მწვავე სოციალურ თემატიკას შეეხება. მის გამოსვლამდე, მსმენელს ახალი სინგლის ნახვა შეუძლია, რომელიც გლობალურ მესიჯს მისამღერში ინტერნაციონალურ ენაზე ახმიანებს: Say Something (თქვი რამე)!
ავტორი: სალომე გოცირიძე (ვოკალი/ბასი) თეო წიკლაური (ვოკალი) გია თავბერიძე (დასარტყამი) ბადრი ტერელაძე (კლავიში) ტატო ჯინჯიხაძე (გიტარა) ვიდეოს ავტორი: ილია სამურგანიდი.
წყარო: http://www.okmagazine.ge
კომენტარები