
ესპანეთში, ქმნიან აპლიკაციას, რომელიც გააკონტროლებს რამდენად თანაბრად ინაწილებს წყვილი საოჯახო საქმეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ესპანეთის თანასწორობის სამინისტრო ქმნის აპლიკაციას, რომელიც ოჯახის წევრებს სახლში შესრულებული სამუშაოების გაზიარების საშუალებას მისცემს.
სამინისტროს თქმით, გამოკითხვის მიხედვით, ქალები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოჯახო საქმეებს, ვიდრე მამაკაცები, აპლიკაციით კი წყვილი დახარჯული დროის მითითებით, საქმეების თანაბრად გადანაწილებას შეძლებს.
კომენტარები