ესპანელმა მიკრობიოლოგმა, პილარ ბოშიმ 2008 წელს, მიკრობიოლოგიის დოქტორანტურაზე სწავლისას, ბაქტერიას მიაკვლია, რომელმაც დაზიანებული ფრესკების აღდგენის დროს შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშოს. წლების შემდეგ იდეაზე მუშაობა მან შვილთან ერთად გააგრძელა და ამ ეტაპზე პროექტის გარშემო სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო გუნდია შემოკრებილი.
დედა-შვილის თანამშრომლობა ხელნაწერის აღმოჩენით დაიწყო. პილარის შვილმა ბიბლიოთეკის არქივში ჩანაწერები ნახა. აღნიშნული ბაქტერია პირველად სწორედ მასშია მოხსენიებული. შემდეგ ისინი ვალენსიის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში მე-18 საუკუნის ფრესკის აღდგენას შეუდგნენ, რომლის ავტორიც ანტიონიო პალომინოა. აშკარა პროგრესის შემდეგ ბაქტერიის დადებითი თვისებები ნათლად გამოიკვეთა.
ხელნაწერების მოძიებამდე მსგავსი ვარაუდი სწორედ დედას, პილარ ბოშის გაუჩნდა.
„ამ ფრესკის აღდგენა დედაჩემს დაევალა. შემდეგ ერთად ვნახეთ, რომ მრავალი ასეული წლის წინ ბაქტერია რესტავრაციისთვის იტალიაში გამოიყენებოდა”, – ამბობს შვილი.
მათ ახლახან 4 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებაც მოიპოვეს. პროექტი ადგილობრივი ფონდების შემოწირულობით ხორციელდება. როგორც როიტერის სტატიაში ვკითხულობთ, ბაქტერია ბუნებრივად წარმოქმნის ფერმენტებს წებოს დასაშლელად, რომელიც ხშირად ფრესკებს აზიანებს.
კომენტარები