მსახიობ ეშტონ კატჩერის და მილი კუნუსის ურთიერთობაში არცთუ საუკეთესო ეტაპი დგას. როგორც ამერიკული მედია იუწყება, პაპარაცებმა მისი მეუღლე ყოფილ შეყვარებულთან საიდუმლო შეხვედრაზე გამოიჭირეს.ჟურნალისტების აზრით, შეხვედრისას მათ ეტყობოდათ, რომ ეს პირველი პაემანი ნამდვილად არ ყოფილა. მილი და მისი ყოფილი შეყვარებული მაკოლეი კალკინი ერთმანეთს 9 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.
„ჩვენ სამუშაოს შესახებ ვსაუბრობდით!“- განაცხადა კუნისმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ეშტონის თაყვანისმცემელების თქმით, კუნისის მხრიდან ეს ეშტონ კატჩერის ღალატისთვის სამაგიეროს გადახდას და ქალურ შურისძიებას უფრო ჰგავს.
გასული წლის დეკემბერში გახმაურდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი რეგულარულად სტუმრობდა მასაჟის სალონს, რომელიც საზოგადოებაში არცთუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს, სადაც მასაჟის სპეციალისტები კლიენტებს არა მარტო მასაჟს უკეთებენ, არამედ სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობენ.
კომენტარები