ოდესმე ავსტრალიაში თუ აღმოჩნდებით, აუცილებლად გაიგებთ ბევრ ისტორიას, რომელიც ამ კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველს უკავშირდება. დინგო ავსტრალიის კონტინენტზე მცხოვრები ველური ძაღლია.
არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დინგო ავსტრალიის კონტინენტზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გადასახლდა, დაახლოებით 40-50 ათასი წლის წინ. მისი დანახვისას ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ძაღლმა შეიძლება ადამიანი დაგლიჯოს. 1990 წლიდან 2011 წლის ჩათვლით კვინსლენდში ველური ძაღლის ადამიანზე თავდასხმის 239 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.
მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ დინგოს პატარა ლეკვები ძალიან საყვარლები არიან. უბრალოდ შეხედეთ მათ მრგვალ სახეებს და დატკბით.
“ჩემზე თქვით, ადამიანის გაგლეჯა შეუძლიაო?”
“თქვენ მე ველური გგონივართ?”
“თუ სასტიკი?”
ისინი ზრუნავენ და ყველანაირად ცდილობენ, დინგო ძაღლების ცხოვრება გააუმჯობესონ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დინგო ოდესმე შინაური ცხოველი გახდება.
ამასთანავე, დინგო ძაღლები გადაშენების პირას მყოფი ცხოველები არიან.
დინგოებს მგლების მსგავსი ბედი ეწიათ, რადგან ადამიანების აზრით, ისინი საქონელს საფრთხეს უქმნიდნენ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დინგოს ჯიშის ძაღლები არ ყეფენ, ისინი, მგლების მსგავსად, ყმუიან.
მათი გარკვეული რაოდენობა შინაურ ძაღლებთან შეაჯვარეს.
დინგო ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე საშიში მტაცებელია, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ამ ველური ძაღლების ბუნებიდან მოწყვეტამ სხვა სახეობის ცხოველების გამრავლება გამოიწვია, მაგალითად ისეთების, როგორებიც არიან მელიები, თხები და სხვა.
ცხოველთადამცველი არაერთი ორგანიზაცია ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ დინგო სულაც არ არის აგრესიული ცხოველი. სინამდვილეში, დინგო ძაღლები მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ავსტრალიის მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდნენ.
დინგო საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც საფრთხის მოახლოებას გრძნობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ველური ძაღლების თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.
ავსტრალიის შტატებს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს კამათი საკითხზე – შეიძლება თუ არა დინგო გახდეს შინაური ცხოველი?
წყარო:On.ge
კომენტარები