უკვე მრავალი წელია, ცნობილ მსახიობს, ჯულია რობერტსს, ძმასთან – ერიკ რობერტსთან უთანხმოება აქვს. ახლახან კაცმა მემუარები, სახელწოდებით “გაქცეული მატარებელი: ან ჩემი ცხოვრების ისტორია აქამდე”, გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ჯულიას ბოდიშს უხდის.
“იმედი მაქვს, ჯულია ამ საჯარო ბოდიშს მიიღებს. ეს უაზრო ნათქვამი იყო.” – წერს ერიკი წიგნში. ის ასევე ნარკოდამოკიდებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს იმასაც, თუ როგორ იმოქმედა პრობლემამ დებთან – ჯულიასა და ლიზასთან ურთიერთობაზე. “ლიზასა და ჯულიას სიყვარული და დაცვა სჭირდებოდათ. სამაგიეროდ, მათ ჩემგან შიში და გაურკვევლობა მიიღეს.” – წერს ერიკ რობერტსი.
კომენტარები